"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი" ქართული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანს მაღალხარისხოვანი კვლევების მეშვეობით საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ინფორმირება წარმოადგენს.
ორგანიზაცია საგარეო პოლიტიკის, ეთნიკური უმცირესობებისა და კომუნიკაციის თანამედროვე პრობლემებს მრავალი ასპექტით სწავლობს და პოლიტიკოსებს, კერძო კომპანიებს, ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის" წევრებს საქართველოს მთავრობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიურ სფეროსა და მედიაში მუშაობის მდიდარი გამოცდილება და კავშირები აქვთ. ეს მათ თითოეული მომხმარებლისა და კლიენტის ინტერესების უკეთ გაგებაში ეხმარება და საბოლოო პროდუქტი სწორედ ამ ასპექტის გათვალისწინებით იქმნება.