საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი და მდიდარი ქვეყანაა. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში და ამავდროულად მათი უფლებების დაცვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანაა.
"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის" მკვლევარებს ეთნიკური უმცირესობების საკითხების შესწავლის განსაკუთრებით მდიდარი გამოცდილება აქვთ. უამრავი მონოგრაფიის და სამეცნიერო სტატიის მეშვეობით, რომლებიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე რეგულარულად ქვეყნდება, ორგანიზაცია ცდილობს, გადაწყვეტილების მიმღებებს საქართველოში და საერთაშორისო მონაწილეებს აუხსნას ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის თავისებურებები და საჭიროებები. გაზრდილი ცოდნა კი უკეთესი პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ძალას.
ჯგუფის მკვლევარები ინტენსიურად თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, ევროპის საბჭოსთან, საერთაშორისო დონორებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს და როგორც ცალკეული ჯგუფების, ასევე მთლიანად სახელმწიფოს ინტერესები დაკმაყოფილებული იყოს.