საჯარო პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მასობრივი კომუნიკაციაა, შესაბამისად, როგორ ახორციელებს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა თუ ცალკეული უწყება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩვენი ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
"ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფი" რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიის მეშვეობით სწავლობს პოლიტიკურ გზავნილებს, სოციალურ მითებსა და კონსტრუქციებს, რომლებიც მედიის საშუალებით გადაიცემა და ყალიბდება.
ჩვენი ორგანიზაციის განსაკუთრებული ინტერესის საგანია სტრატეგიული კომუნიკაცია, რომლის მეშვეობით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აქტორები სამიზნე აუდიტორიის შეხედულებების და ქცევის შეცვლას ან შენარჩუნებას ისახავენ მიზნად.